თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს

24 ივლისი 2025, 11:56 188 ნახვა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლენისკენ მოუწოდა, ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციის მანქანში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

ადგილზე კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა კორპუსის მაცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი