ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბავშვთა და სტუდენტური ანსამბლების ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
კონცერტში ოთხი შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობდა, სამი ბათუმიდან და ერთი კი დედაქალაქიდან.
რაც შეეხება რეპერტუარს, წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები.
პროექტის იდეა ანსამბლების ხელმძღვანელებს - თემურ დოლიძესა და თამაზ მამალაძეს ეკუთვნით. ბათუმის შემდეგ კონცერტი დეკემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაიმართება.