ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია გამოიკითხა.
მისი განცხადებით ჩორჩანის ეპიზოდზე ინფორმაცია მასმედიის საშუალებებით გაიგო იმ დროს, როდესაც კონკრეტულ პოზიციაზე საგუშაგო განთავსდა, –მისივე თქმით, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე მთავარი პასუხისმგებელი პირი არის გიორგი გახარია, რომელსაც საკითხის განსახილველად უშიშროების საბჭოსთვის არ მიუმართავს.
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი ხვალ გამოიკითხება