საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 

23 ივლისი 2025, 14:08 503 ნახვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა ქობულეთში  ოთხ საბავშვო ბაღში  მონიტორინგის პროცესი დაასრულა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით,   შერჩევითობის პრინციპით,მუნიციპალიტეტში  ქალაქის 1-და მე-6,  ალამბრის და ჩაისუბნის საბავშვო ბაღები შეფასდა. სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგისა და ავტორიზაციის პროცესი წელს პირველად განხორციელდა. 

მონიტორინგის პროცესში ორი ჯგუფი იყო ჩართული, მათ სკოლამდელ დაწესებულებში სასწავლო პროგრამის, კვებისა და ჰიგიენის მიმართულებით შეისწავლეს.

პირველადი შუალედური შეფასება სავარაუდოდ 10 სამუშაო დღეში გახდება ცნობილი.

ავტორიზაციის საბოლოო შეფასება კი ორი თვის შემდეგ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 29-საბავშვო ბაღია, სადაც 2600 აღსაზრდელია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში