აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

22 ივლისი 2025, 18:03 117 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გამორჩეულად წარმატებულია და ხანგრძლივ თანამშრომლობასა და მეგობრობას ეფუძნება.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული და ეკონომიკური ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი