ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზა დღის ბოლომდე გაიხსნება - ბერდია ჩანქსელიანი

22 ივლისი 2025, 10:53 124 ნახვა

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ვფიქრობთ, დაახლოებით 15:00 საათისთვის ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება, – ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზის გადაკეტვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

„გუშინ ღამით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოვიდა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გადაკეტვა, რადგან ოთხ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად მოხდა ტექნიკის მობილიზება. გვიან ღამით კიდევ უფრო გაძლიერდა ნალექი, რის გამოც გადაიკეტა ცენტრალური გზა, რადგან საშიში იყო გადაადგილება. დილის 6:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამ ლოკაციაზე გაწმენდილია და გამავალია გზა. დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. ვფიქრობთ, დაახლოებით დღის ბოლომდე ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი