საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

21 ივლისი 2025, 13:12 108 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს მასპიძლობს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში იმყოფება - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საელჩოს წარმომადგენლები, დელეგაციის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არპინე სარგსიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ამასთან, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას.

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს და მათ საქმიანობას გაეცნობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი