მსოფლიო პოპულარული მუსიკა - მუსიკალური ბათუმი 2025

20 ივლისი 2025, 10:29 124 ნახვა

„მსოფლიო პოპულარული მუსიკა“, დირიჟორი — დავით მუქერია.  ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამ სახელწოდების საღამო გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა. შესრულდა ცნობილი მსოფლიო ჰიტები, აჟღერდა ვიქტორ დოლიძის ბაღდადურიც.

„მუსიკალური ბათუმი 2025“ მთელი წლის განმავლობაში აერთიანებს კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აუდიტორიისთვის თანამედროვე, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის შეთავაზებას.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში გაიმართა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი