გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდა

19 ივლისი 2025, 16:23 101 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით კოლეჯების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

აღინიშნა, რომ, პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას გულისხმობს, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია. ამ მიმართულებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა შემუშავდეს კიდევ უფრო ეფექტიანი პარტნიორობის მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა აქტუალური საკითხები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

კოლეჯ „აისში“ გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდა.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში