საგნის,უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები გრძელდება. დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში,მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ,ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენაში აბარებენ.საგამოცდო პროცესი 4 საათიანია და პირველი სესია 13 საათზე უნდა დასრულდეს .მეორე სესიაზე საგამოცდო პროცესს აბიტურიენტებიც შეუერთდებიან, ისინი დღეს გეოგრაფიის საგამოცდო ტესტს დაწერენ. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის მიმდინარე წელს 24 300-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული .რეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობა კი 39 000 ია .ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველა აპლიკანტისთვის 23 ივლისს დასრულდება.