აჭარაში 13 მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა

30 მაისი 2016, 00:00 3461 ნახვა

13 მეჩეთი, რომელებიც აჭარაში სხავდასხვა ტერიტორიაზე მდებარეობს, მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადაეცა. გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მიიღო. გარდა ამისა, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველური და ევანგელისტურ-ბაპტისტური თემის საკითხები განიხილეს. დაკმაყოფილდა იუდეველური თემის ერთი და ამდენივე ევანგელისტურ-ბაპტისტური თემის განცხადებები. დადებითად გადაწყდა მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტი განცხადების საკითხიც. ორს უარი ეთქვა, ორი საკითხის განხილვა კი ხარვეზის გამო გადაიდო. 

ამავე კატეგორიაში