ხახულის ქუჩიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

14 ივლისი 2025, 17:47 192 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ხახულის მე-2 შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ხახულის ქუჩიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მდინარე  ხახულის  950 მეტრ მონაკვეთზე   ნაპირსამაგრი კედლები მოეწყობა,   23 ხიდი აშენდება   , სრულად განახლდება  სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები.  მოეწყობა  საფეხმავლო ბილიკები . ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს პირველი ხიდის მშენებლობა და ნაპირსამაგრი კედლების ამოყვანა. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 16 მილიონ ლარს აღემატება, 2026 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში