NDI-ს კვლევით მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს

15 მაისი 2017, 00:00 3122 ნახვა

NDI-ს კვლევით მოსახლეობის გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს, ანუ ქვეყნის პირველი პირი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული. 

9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა (მაგალითად, საკრებულოს წევრებმა ან პარლამენტარებმა).

არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 2%.

 (NDI) და ჩღღჩ–საქართველო აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენენ. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარადა, 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი