საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ერთ თვეში , ივლისში რამდენიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინა.
სხვადასხვა დროს დაკავებულია ორი პირი, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ უაქციზო სიგარეტების რეალიზაცია.
9 ივლისს კი რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც საქართველოში ერთ-ერთ საბაჟოს გავლით 15 209 ლარის საბაჟო ღირებულების საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა.
ამის გარდა უწყებამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ამხილა ორი პირი, რომლებიც ნებართვის გარეშე, ვალუტის გაცვლით ოპერაციებს აწარმოებდნენ.