აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

10 ივლისი 2025, 14:03 83 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან  საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროკურატურას 2 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, კერძოდ კი, საპატრულო პოლიციისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენელი.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. 

მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში