აბუ დაბიში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა დაიწყო

10 ივლისი 2025, 11:01 108 ნახვა

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის და სომხეთის პრემიერის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მიზანს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა წარმოადგენს.

ცნობისთვის, ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში