ახალი სკვერები კახაბრის დასახლებაში

09 ივლისი 2025, 11:03 140 ნახვა

კახაბრის ქუჩის 28 ნომერში სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. ტერიტორიაზე  დაიგო მწვანე კორდი, მოწესრიგდა ბორდიური, დამონტაჟდა გარეგანათების ბოძები, ატრაქციონი და ტრენაჟორები.

მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოეწყობა კაუჩუკის საფარი და დაიგება ასფალტი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე ჭები და მილები.

გარკვეულ მონაკვეთებზე დაისხა ბეტონის საფარი, სადაც ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორი და ატრაქციონი. იგეგმება დამატებით კიდევ ერთი ატრაქციონის განთავსება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო  ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში