თორნიკე რიჟვაძეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი - პრემიერი

08 ივლისი 2025, 22:09 93 ნახვა

თორნიკე რიჟვაძეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.

„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი, რაც ძალიან გვიხარია. მიმდინარეობს გამოჯანმთელების პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში