ბათუმის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის მე-8 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. ჩემპიონატი 4 წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში ტარდება. ტურნირი გახსნის ოფიციალური ნაწილი რამდენიმე წუთში დაიწყება, შემდეგ კი ფინალური შეხვედრები გაიხსნება. წელს ტურნირში 9 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.