რუსეთის აეროპორტებში კვირას, სულ მცირე 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო და „როსავიაცია“ ავრცელებს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
შეზღუდვები შეეხო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტს და ნიჟნი-ნოვგოროდის ჩკალოვის აეროპორტს.
ასევე დროებით შეწყდა ფრენები ივანოვოს, ტამბოვისა და სხვა აეროპორტებში.