საზაფხულო სკაუტური ბანაკი “ელდორადო 2025“ დასრულდა. ბანაკის მონაწილეების შეკრების ადგილი წელსაც, ტრადიციულად ბოტანიკური ბაღი იყო. სათავგადასავლო და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული 5 დღე სკაუტებმა ბუნებაში გაატარეს. ორგანიზატორების განცხადებით, პროგრამა მოიცავდა ტრენინგებსა და მასტერკლასებსაც. დასკვნით ღონისძიებებზე სკაუტებმა მათ მიერ მომზადებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. საზაფხულო სკაუტური ბანაკი “ელდორადო 2025“ 2-6 ივლისს გაიმართა და მასში დაახლოებით 60 მოზარდი მონაწილეობდა. მათ შორის სკაუტების გუნდის ახალი წევრები.