რამდენიმე საათში, ქვეყნის მთავარ გამზირზე თბილისში, საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მიმართავენ მოსახლეობას, რომ შეუერთდნენ საპროტესტო ტალღას. ცნობილია, რომ აქციას დღეს შეუერთდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით საერთაშორისო თანამეგობრობა, პარტნიორები ნახავენ რომ ბრძოლა არ ჩერდება. საპროტესტო აქციის ფარგლებში დაგეგმილია მარში.