ბათუმის „სასკოლო ლიგა 2025“ დასრულდა. ტურნირი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სპორტის 5 სახეობას მოიცავდა - მინი-ფეხბურთს, თაგ რაგბის, ტექბოლს, ქვიშის ფრენბურთსა და 3X3 კალათბურთს. სასკოლო ლიგა ბათუმში უკვე მეოთხედ ჩატარდა და წელს სპორტულ აქტივობებში 500-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
სპორტული ღონისძიება მინი-ფეხბურთის ფინალური შეხვედრებით დასრულდა. ტურნირის ორგანიზატორია სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერები - ბათუმის მერია და ბათუმის სპორტული ცენტრი.