"ციცინათელას" პარკი განახლების შემდეგ გაიხსნა

29 ივნისი 2025, 11:51 166 ნახვა

შეკვეთილში ატრაქციონების პარკი ციცინათელა გაიხსნა. განახლდა არა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, არამედ ციცინათელას კონცეფციაც.    შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს,  განახლდა   მოსაცდელები, სრულად აღდგა დინოზავრების პარკი.
რეაბილიტირებულია კვების ობიექტები; კარტინგების ზონას კი  დაემატა ახალი ტრიბუნა და ახალი მანქანები. ციცინათელას    პარკში დაირგო ახალი მცენარეები.     გამკაცრებულია პარკის უსაფრთხოების ზომები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში