გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ესტონეთში

12 მაისი 2017, 00:00 2101 ნახვა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. მანამდე, გიორგი კვირკაშვილმა, ესტონელ კოლეგასთან გამართა შეხვედრა.

ძირითადი თემები საქართველო-ესტონეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო.  მხარეების შეფასებით, 2017 წელი ორმხრივ ურთიერთობებშიც მნიშვნელოვანია, რადგანაც წელს საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წელი აღინიშნება.

შეხვედრისას, ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ, დაუდასტურა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი