გიორგი მიქაუტაძე სავარაუდოდ „ლიონს“ ტოვებს

27 ივნისი 2025, 11:01 84 ნახვა

"ლიონი", რომლის რიგებში გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ფინანსური დარღვევების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ შანსი იმისა, რომ განაჩენი შეიცვალოს, არცთუ დიდია.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სხვადასხვა უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ გიორგი მიქაუტაძის შესახებ და ქართველი ფეხბურთელი როგორც ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ასევე სერია A-ს გუნდებს დაუკავშირეს. 

გავრცელებული ცნობებით, ქართველი ფეხბურთელით "ვულვერჰემპტონი", "ვესტ ჰემი" და "რომა" არიან დაინტერესებულნი. საუბარია ასევე ტურნირის „იუვენტუსის“ მხრიდან დაინტერესებაზეც.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "ლიონში" გასულ ზაფხულს გადავიდა, მან 2024-2025 წლების სეზონში 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში