წყალდიდობას ინდოეთში 5 ადამიანი ემსხვერპლა

27 ივნისი 2025, 09:02 91 ნახვა

ინდოეთის რამდენიმე შტატში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილოეთ ინდოეთში.

დაღუპულია 5 ადამიანი. მდინარის კალაპოტის გასწვრივ განადგურდა სახლები. მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, მუსონური წვიმები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში