ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციოს მეორე წრეში გავიდა 

24 ივნისი 2025, 09:19 93 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი წრეში ესპანელი პაბლო ლიამა რუისი სამ სეტში 6:3; 4:6; 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის მეორე წრეში 25 ივნისს, ჰონგ კონგის წარმომადგენელ ჩაკ ლამ ვონს შეხვდება.

ამავე ტურნირზე დებიუტი ჰქონდა მეორე ქართველსაც, თუმცა საბა ფურცელაძისთვის ის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ქართველი ჩოგბურთელი შვეიცარიელ დომინიკ სტეფან შტრიკერთან ორ სეტში 3:6; 2:6 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი