საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა უარყო გავრცელებული ცნობა, თითქოს სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას რაიმე ფორმით უკავშირდება.
რაფაელ გროსის თქმით, სამხედრო მოქმედება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც სააგენტო ამბობს.
გროსი აღნიშნავს, რომ ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის დიდი ნაწილი „არსებითად სიახლეს არ წარმოადგენდა“ და ბირთვული ენერგიის მარეგულირებელი ორგანო წლების განმავლობაში აფრთხილებდა, რომ ირანი უარს ამბობდა თავისი ბირთვული საქმიანობის შესახებ მონაცემების გაზიარებაზე.