გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი

18 ივნისი 2025, 10:50 100 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე  ამ წუთებში  თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს სასამართლომ მხარეთა დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. უცნობია, გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე დღესვე გადაწყვეტილებას.

როგორც ცნობილია, გიორგი ვაშაძე პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში