სამხედრო კონფლიქტი ირანსა და ისრაელს შორის

15 ივნისი 2025, 11:59 141 ნახვა

ვითარება უკიდურესად მწვავდება   ირანსა და ისრაელს შორის.  დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად მსოფლიო ლიდერები გზებს ეძებენ.   დეესკალაციისთვის მთავარ საკითხად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას განიხილავენ.  ვისმენთ  განცხადებებსა და პროგნოზს , რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ   ასე ახლოს გლობალურ კონფლიქტთან მსოფლიო არ ყოფილა. ამიტომ ირანსა და ისრაელს მოუწოდებენ ვიდრე  არ არის გვიან ძალისხმევა გააერთიანონ მოლაპარაკებებისთვის.  არსებული ინფორმაციით დღეს ომანში  უნდა გამართულიყო   მორიგი   ბირთვული  შეთანხმების მისაღწევად შეხვედრა  აშშ-სა და ირანს შორის, რომელიც უკვე ცნობილია რომ აღარ გაიმართება.  საპასუხო დარტყმები და დაპირისპირება არ ჩერდება. მხარეები ერთმანეთს აფრთხილებენ და ემუქრებიან კიდეც. 

 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში