ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება

11 ივნისი 2025, 18:00 208 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. წელს, გამოცდებისათვის 80 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
სწორედ იქ იქნება მითითებული დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ. საგამოცდო ცენტრები წელსაც 12 ქალაქში გაიხსნება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში