ლევან გოთუას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

11 ივნისი 2025, 09:58 142 ნახვა

რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში ლევან გოთუას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიება - პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიოს დალოცვით გაიხსნა. პროექტის ავტორები: მაყვალა გონაშვილი, ბადრი ქუთათელაძე და მანანა გორგიშვილი არიან. რეჟისორი გოჩა კაპანაძე.

ღონისძიებაში ანსამბლები: „საგალობელი“, ,,ქართული ხმები" და ,,პატარა გარეჯელები”, მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ. ღონისძიების მთავარი ეპიზოდი - დიდ დარბაზში ნაჩვენები ფილმი იყო, რომელიც ლევან გოთუას მოღვაწეობასა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის გამო პატიმრობის 22 წელს აღწერს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში