სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  გაუქმების საკითხი 

09 ივნისი 2025, 14:18 75 ნახვა

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს. ცვლილება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს და უწყება პროკურატურის დაქვემდებარებაში გადადის.

უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების თანამდებობები. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები კი, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა.

კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ცვლილება კანონის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად არის აუცილებელი.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში