ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი 

09 ივნისი 2025, 10:03 159 ნახვა

ბათუმში, საზაფხულო კონცერტების სერია დაიწყო. პირველი კონცერტი საზაფხულო თეატრში გაიმართა.  მაყურებლის წინაშე ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“ წარსდგა.

ორ საათიანი პროგრამა მოიცავდა როგორც ახალ, ასევე მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ საცეკვაო  და ვოკალურ ნომრებს.

კონცერტების სერია ტურისტულ ქალაქში ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მომდევნო ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება და ჯაზს დაეთმობა. კონცერტების ციკლი ივლისის ბოლოს დასრულდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში