კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია

08 ივნისი 2025, 11:47 102 ნახვა

კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს თავს დაესხნენ. ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს მიგელ ურიბეს, ბოგოტაში საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია. გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი პირი.  სამართალდამცავი ორგანოები მომხდარში სხვა პირების მონაწილეობასაც იძიებენ. მომხდარი დაგმო კოლუმბიის პრეზიდენტმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში