საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გრძელდება. ეროვნული დღე იზეიმეს საბერძნეთში, ხორვატიასა და დანიაში. საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში გამართა. ასევე ქ. სალონიკში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა კოპენჰაგენში და ხორვატიაშიც.