გვატემალაში ვულკანი „ფუეგო“ ამოიფრქვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, მას შემდეგ რაც ვულკანიდან ფერფლისა და ლავის გამოყოფა გაიზარდა.
500-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანეს. ადგილზე შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. ყველაზე მეტად ორი თემი დაზარალდა.
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, ვულკანური აქტივობა სავარაუდოდ, 40 საათს გაგრძელდება.