ერთობლივი საერთაშორისო პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების მიზნით აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი, რომელსაც ხელი აჭარის კულტურის მინისტრმა და ბსუ-ს რექტორმა მოაწერეს, კონფერენციების, ერთობლივი კვლევების, სემინარების ორგანიზებას გულისხმობს. თანამშრომლობა ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის გაცვლა-გაზიარებას ითვალისწინებს.
მხარეები ერთობლივი საზაფხულო სკოლებისა და აქტივობების ორგანიზებაზეც შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სტუდენტებს კულტურის მიმართულებით მათი იდეების განხორციელებისთვის დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენს.