გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

05 ივნისი 2025, 13:55 162 ნახვა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე - თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა წარადგინეს ნამუშევრები, რომლებიც გამოხატავდა მათ ხედვას ნარჩენებით დაბინძურების პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება მოაწყო და სანაპიროს დასუფთავების აქცია გამართა.

შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში