ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები

03 ივნისი 2025, 10:44 202 ნახვა

ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები დასავლეთ საქართველოში დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო სპეციალური სადგურების განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ფუტკრის დაცვის მიზნით, სადგურები მხოლოდ არაყვავილოვან მცენარეებზე მონტაჟდება.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სოფლის ტერიტორიები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი