ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში - ევროკავშირის წარმომადგენლობა

01 ივნისი 2025, 14:45 228 ნახვა

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს:

 

ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;

 

ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას;

 

სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას;

 

ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას;

 

ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი