შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა მელიას მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მოსამართლის მიმართ განხორციელებული უპატივცემულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ნიკა მელიამ, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.