1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

01 ივნისი 2025, 09:45 491 ნახვა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

თარიღი 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. 

ეს დღე ეძღვნება ბავშვების წინაშე არსებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ბავშვების დაცვისა და კეთილდღეობის აუცილებლობის აღიარებას.  ასევე, ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა დაცვას გულისხმობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი