სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ სანტოხასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და შესაძლო ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, რისთვისაც საქართველოს სპორტის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა.