ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა - გაერო

31 მაისი 2025, 11:03 215 ნახვა

ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა, - ამის შესახებ, გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარეკმა განაცხადა.

როგორც გაერო-ს წარმომადგენელი აცხადებს, ღაზაში შესული დახმარება არ არის საკმარისი იქ მცხოვრები 2,1 მილიონი ადამიანისთვის. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 200 000 ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული. 

„დარტყმები გრძელდება ღაზას მასშტაბით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც ბოლო ნაწილობრივ მოქმედ საავადმყოფოში, ალ-ავდაში ევაკუაცია გამოცხადდა. თავდასხმები ასევე გრძელდება სამხრეთით, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-ბარაჯისა და ალ-ნუსრას ბანაკების რაიონებში. ჩვენ გვსურს, რომ ხალხის ტანჯვა შემსუბუქდეს“, – განაცხადა გაერო-ს პრესსპიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი