ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს კითხვას. მეორე მოწმე რომელსაც მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში უსმენენ, ბათუმელების ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილია.
მოწმე რომელიც თავად აშუქებდა აქციას, იხსენებს 11 იანვრის აქციის ქრონოლოგიას ჰყვება ,რომ სტიკერის "იფიცება საქართველოს" გაკვრის გამო და ამასთან დაკავშირებით კითხვების დასმის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები ,იხსენებს ,რომ ყველას დაკავების პროცესში მონაწილეობას თავად ირაკლი დგებუაძე იღებდა.
ასევე ამბობს რომ უშუალოდ სილის გაწვნის მომენტი მას არ დაუნახავს, თუმცა დაინახა მზია ამაღლობელის მეორედ დაკავება.
აქციის კადრები ჰქონდა წარმოდგენილი დაცვის მხარეს სადაც ასახულია რომ მზია ამაღლობელი თავდაპირველად დააკავეს პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკვრის დროს.