ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის შანიძის ქუჩაზე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადაცემის თაობაზე, მუნიციპალური ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მშენებლობის მიზნით.
დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ქალაქში რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალური დაფის განთავსებას.
გოგა გოგიბერიძე საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დამაარსებელია, იგი უძღვებოდა საავტორო გადაცემა თეთრ კვადრატს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მის სახელს უკავშირდება არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი.
სანამ საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დაიწყებდნენ გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.