ნიკა მელია დაკავებულია. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, შსს-ს ინფორმაციით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულეს ადვოკატებმა. უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიას დაზიანება აქვს ორივე მაჯის არეში.
რაც შეეხება დაკავების დეტალებს, პარტიაში მას „გატაცებას“ უწოდებენ, - ამბობენ, რომ მელია მაშინ აიყვანეს ლისის ტბის ასახვევთან, როდესაც იგი ავტომობილით, დაცვასთან ერთად, მიდიოდა ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად.
ცნობისთვის, ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზით სასამართლო პროცესი დღეს 2 საათში უნდა გაიმართოს.