თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სხდომა 14 საათზე ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავად გიორგი ბაჩიაშვილიც.
ცნობილია, რომ იგი მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს, ადვოკატებს დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ, მათი განცხადებით დაკავებულს სურს ფაქტზე საზოგადოებას თავად მოუყვეს.